რა არის მოდა?

    მოდა (ფრანგ. mode, ლათ.-გან modus ზომა, სახე, საშუალება, წესი) არის ტერმინი , რომელიც გამომსახველობის (ექსპრესიის) გაბატონებულ მიმდინარეობაზე მიუთითებს, თუმცა ხშირად ასევე ასახავს გამოსახვის კერძო მანერას, სტილს, რომელიც ყველასთვის დამახასიათებელი არ არის.

      ეს ხელოვნების ის დარგია, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს, ერთ ადგილზე არასდროს ჩერდება, ბრუნავს და ხშირად ძნელია დროულად აჰყვე და მისდიო მის ტენდენციებს. ტერმინები ”მოდური” ან ”მოდიდან გასული” იხმარება მაშინ, როდესაც რაღაც კონკრეტული ექსპრესიის თანამედროვე პოპულარული მოდის ფარგლებში ჯდება. ტერმინს ხშირად დადებითი მნიშვნელობა ენიჭება და მომხიბვლელობის სინონიმია, თუმცა ხანდახან მას ნეგატიური მნიშვნელობაც აქვს და ყოფიერების, მატერიალიზმის სინონიმად გამოიყენება.
  
      მოდა ყველა შემადგენელი ნაწილით  იქნება ეს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ აქსესუარი თვითგამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა და ის ვიზუალზე ასახული შინაგანი მე-ს ერთგვარი გამოვლინებაა.

No comments:

Post a Comment