როგორ ვიყოთ მოდურები



         ჩემს მიერ არჩეული თემით და სხვადასხვა თვალაჩინოებით შევეცადე წარმომედგინა მოდის ის მნიშვნელოვანი ასპექტები, რომლებიც დღესაც დიდი აქტუალურობით სარგებლობენ. სოციალური ქსელის საშუალებით ჩავატარე გამოკითხვა ახალგაზრდებში თუ რამდენად მისდევენ ისინი მოდას. პასუხი ნეიტრალურია. უმრავლესობა შეძლებისდაგვარად ცდილობს ფეხი აუწყოს მოდის ინდუსტრიას.
         ახლა კი მინდა რამოდენიმე რჩევა მოგცეთ იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება ვიყოთ მოდურები. ერთმანეთის მიბაძვა, ერთი და იგივე ტანსაცმლისა, სტილისა თუ მატერიის ამოჩემება ალბათ ყველგანაა, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში მაინც უფრო გამძაფრებულად არის. უნდა გვახსოვდეს, რომ მოდა ის კი არ არის, რაც ყველას აცვია, მოდა ისაა რაც გიხდება და შენი ინდივიდუალურობის გამოხატვაში გეხმარება. პირადად მე მიკვირს, ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ერთ დღეში ერთ ადამიანზე ნახონ ბეწვის ჟილეტი და მეორე დღეს ვინც ნახა ყველამ ზუსტად იგივე ამოიჩემოს? როგორ შეიძლება ყველას ერთ დღეს მოეწონოს Hermes-ის ჩანთა სახელად Birkin და ყველამ ერთი კვირის განმავლობაში შეიძინოს ავსტრალიური UGG-ები? ერთის მხრივ, კარგია ჩვენი მონდომება, ვცდილობთ ფეხდაფეხ ავყვეთ მოდის ინდუსტრიის ჩქარ რითმს, მაგრამ მაინც გვაკლია მრავალფეროვნება.
      უნდა გვახსოვდეს, რომ განუმეორებელი სტილის შერჩევა მოდური ტენდენციებისა და საკუთარი გემოვნების გათვალისწინებით ხდება. მთავარია არ მოვექცეთ ჩარჩოებში, გასაქანი მივცეთ საკუთარ ფანტაზიას, რაც საშუალებას მოგვცემს მასისგან განსხვავებულად გამოვიყურებოდეთ.

      გვახსოვდეს მოდა თამაშივითაა, ამ თამაშს კი იგებს ის ვისაც საკუთარი სტილი აქვს!



No comments:

Post a Comment