პირველი დიზაინერები

კოკო შანელი - დაიბადა 1883 წლის 19 აგვისტოს საფრანგეთში. უსახსრობის გამო იზრდებოდა უდედმამო ბავშვთა სახლში. გარდაიცვალა 1971 წლის 10 იანვარს 88 წლის ასაკში. მისი "იმპერიის" შემოსავლები წელიწადში 160 მილიონ დოლარს შეადგენდა. მის გარდერობში გარდაცვალების შემდეგ იპოვეს მხოლოდ სამი კარგი კოსტიუმი.



რა დაუტოვა კოკო შანელმა მოდას?

  • კოკო შანელმა შემოიღო ჯაჭვისსახელურიანი ხელჩანთა;
  • ხელოვნური მარგალიტი და საერთოდ ბიჯუტერია აქცია მოდურად;
  • ქალბატონის შარვალი;
  • მოკლე ვარცხნილობა;
  • უნიკალური "პატარა შავი კაბა" და საერთოდ შავი ფერი გახადა აქტუალური;
  • პატარა ელეგანტური ქუდები;
  • გარუჯული კანით სიარული;
  • დიდი სათვალე.


რობერტო კავალი - ცნობილი იტალიელი დიზიანერი. დაიბადა 1940 წლის 15 ნოემბერს ქალაქ ფლორენციაში. ოჯახიდან გამომდინარე მას ხელოვნების სიყვარული სისხლში ჰქონდა გამჯდარი. ბაბუა - ჯუზეპე როსი (დედის მხრიდან) ცნობილი ფლორენციელი მხატვარი იყო. რაც შეეხება მამამისს, ის მკერავი იყო. ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა რობერტო ფერების მიმართ უსაზღვრო სიყვარულს ამჟღავნებდა. ის იყო ერთ-ერთი პირველი დიზაინერი, ვინც მოდის სამყაროში ბეწვის კულტურა შემოიღო.
        2003 წელს კავალის კომპანიის მოგებამ 289 მილიონი ევრო შეადგინა. დიზაინერის კლიენტები არიან მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები: მადონა, ჯენიფერ ლოპესი, ვიქტორია ბექჰემი, კეტრინ ზეტა ჯონსი, სელმა ჰაიეკი და სხვები.


     ჯორჯო არმანი - დაიბადა 1034 წლის 11 ივლისს. ის არის იტალიელი დიზაინერი, რომელიც ცნობილია მისი სუფთა და ტანზე კარგად მორგებილი სამოსით. მან ჩამოაყალიბა კომპანია ”არმანი” 1975 წელს. 2001 წელს აღიარება ჰპოვა როგორც ყველაზე წარმატებულმა დიზაინერმა.

 რჩევები ჯორჯო არმანისგან:
1. ნურასოდეს გაიპრანჭებით ზედმეტად. გაცილებით მოდურად გამოიყურება ის, ვინც გადაჭარბებულად არ ცდილობს მოდური იყოს. იყავით ბუნებრივები.

2. შავი და მუქი ლურჯი ყველაზე კარგად წარმოაჩენს ფიგურას.


3. კარგი ტანსაცმელი თავდაჯერებულობას შეგმატებთ, რაც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

4. ასევე თავდაჯერებულობაა იმის საწინდარი, რომ სექსუალურად გამოიყურებოდეთ.

Image.geotorrents.com

5. პიჯაკი ყველას გარდერობში უნდა მოიძებნებოდეს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ის კარგად იყოს შეკერილი და ტანზე კარგად იჯდეს.

Image.geotorrents.com

6. არასოდეს დაზოგოთ ფული ფეხსაცმელებში, ამით მხოლოდ წააგებთ.

Image.geotorrents.com

7. ელეგანტურობა იმის საფუძველია, რომ არასდროს ჩამორჩეთ დროს. ეს სტილი არ მოგიმატებთ ასაკს. ჩემთვის სტილი გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე წარმავალი მოდური ტენდენციები.


8. ახლა დიდი ყურადღება ექცევა აქსესუარებს. ცვალეთ ფეხსაცმელი, ქამრები, ჩანთები... ხშირად და ისეთ შთაბეჭდილებას დატოვებთ, რომ მუდმივად ახალი გაცვიათ.

Image.geotorrents.com

9. კარგად შერჩეული სუნამო ძალიან ბევრს ნიშნავს. სურნელი პირველია რასაც ადამიანები აღიქვამენ თქვენი ოთახში შესვლისას და უკანასკკნელია როდესაც ოთახს ტოვებთ.

Image.geotorrents.com

10. მინდა უფრო ლამაზი ვიყო უფრო ლამაზი ცხვირი მქონდეს, უფრო გამხდარი ვიყო... - ნუ ჩაიგდებთ თავს დეპრესიაში. მიიღეთ და შეირგეთ ის, რითაც ბუნებამ დაგაჯილდოვათ. აქცენტი გააკეთეთ იმაზე რაც კარგი გაქვთ გარეგნობაში.

Image.geotorrents.com

  






No comments:

Post a Comment